სამართალი
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
ზარბადი ო-მ პოლიციის სამმართველოში წარმოადგინა და ჩააბარა 3 ჭურვი, 2 ხელყუმბარა, 1 საკვამლე კოჭა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.
მოქალაქე, რომელიც იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.