სამართალი
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ონურ ო. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომლებიც 3,69555 გ მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ონურ ო-მ ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე პიროვნებას მიჰყიდა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული.