საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პარტიაში „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ სამართლის მიმართულებას, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვას, ქალების ჩართულობას და ციხეების პრობლემას ლალი მოროშკინა გაუძღვება.
“არასოდეს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საქართველომ 9 ოქტომბერს გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. არ მინდა, ქვეყანაში კვლავ ბარიკადები დავინახო. ვხედავ, ყველაფერი იქით მიდის, რომ საქართველო მაიდანს დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის არევა უნდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მის სატელიტ პარტიებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ”ქართული ოცნება” იმ ხმებს ვერ აიღებს და უნდათ, პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მინიმუმ, მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.