სამართალი
ფრთხილად, ცეცხლსაშიშია!

piroteknikaსაახალწლოდ საკმაოდ მაღალი მოთხოვნადი პიროტექნიკის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე უკონტროლოდ მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ პროდუქცია დასაშვებზე მცირეწლოვან მოზარდებზე იყიდება, მისი ნაწილი ვადაგასულია, რის გამოც აალების საფრთხე ბევრად მატულობს.

ყოველწლიურად წინასაახალწლო და ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. ამის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ პროდუქციის რეალიზაციას გააკონტროლებს.

ბაზარზე არსებული პროდუქციის სიძველესა და უხარისხობას ის კომპანიებიც აღიარებენ, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობას ფეიერვერკების მოწყობას სთავაზობენ.

გიორგი მამაგულაშვილი, კომპანია „პირო-სუდიოს“ წარმომადგენელი:

„პიროტექნიკის იმპორტს კომპანია თვითონ აწარმოებს, რადგან ბაზარზე არსებული პიროტექნიკა უსაფრთხოების სტანდარტებს ნაკლებად შეესაბამება. მათი დიდი ნაწილი ვადაგადაცილებულია. ამას არავინ აკონტროლებს და მშობლები განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს, რათა სიიაფის გამო საფრთხე არ შეუქმნან ბავშვებს“.