სამართალი
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა თორნიკე მ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას გადაჭრილი თოფი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.