სამართალი
კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 6 პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 22 მაისს თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 5 პირს 7-ათასლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

 „ბრალდებულები თავისით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოებში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამავე დროს, ისინი ყველა გამოძახებაზე გამოძიების მხრიდან გამოცხადდნენ ორგანოში. შესაბამისად, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე და გამოყენებულ იქნა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო“, - განაცხადა პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ.