საზოგადოება
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა.
„კულისებს მიღმა მიმდინარე თემები მიუღებელია ჩემთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. როდესაც რაღაც დაგეშვა მიმდინარეობს პოლიტიკოსების მიერ, რაც ჩვენ შარშან დავინახეთ - მობილიზებული პოლიტიკური სპექტრი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ყურებადიც - კითხვის ნიშნები რჩება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირს, სახელმწიფო მოხელეს, რომ გაიაზროს მნიშვნელობა, რომ მედიასთან ურთიერთობა არის საჭირო ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.