საზოგადოება
"არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს" - დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტს პასუხობს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი პასუხობს. „მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მაქვს: არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

 "მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ტელევიზიაში კორცხელის ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.

 "არცერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს", - აღნიშნა პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.