საზოგადოება
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ტელევიზიაში კორცხელის ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.
„კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. როდესაც ამ პროცესებს ვაკვირდები, მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს. მათ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადაიფორმეს, ახლა საქართველოს სთავაზობს ეს დაჯგუფება, რომ ასე წარმართოს პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.