სამართალი
"პარტიებს, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას”, საკმაოდ ბევრი ლობისტი ჰყავს, იგივე ეუთოში" - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.  ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ანგარიშს სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. “ქართული ოცნების” წევრები დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმებიან.

 "პარტიებს, განსაკუთრებითნაციონალურ მოძრაობას”, საკმაოდ ბევრი ლობისტებიყავს, იგივე ეუთოშიც და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებიც წარმატებით ლობირებენ ისეთი საკითხების გატანას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც არისნაციონალური მოძრაობის” ინტერესში და ემსახურება მათ გაპიარებას“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა. მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

 ანგარიშში ნახსენებია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.

 ეუთოს მისიის შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობა არსებითად შეცვლილი არ არის და გაუთვალისწინებელი დარჩა ის რეკომენდაციები, რომლებიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.