სამართალი
შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

2016 წლის 24 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინციდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიოტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ-ს, კობა ტ-ს, გიორგი გ-ს, ნოშრევან წ-ს და გრიგოლ ტ-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.