პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შეხვდეს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მივა “რუსთავი 2”-ში, მხოლოდ იმ პირობით, რომ მის ბოლო წერილში დასმულ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცემა.

 „ტაბულას” დარუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს შევხვდებოდი ღია ეთერით, პირდაპირი გადაცემით და მათთანაც ამ წერილის ირგვლივ ვისაუბრებდი და სხვა კითხვებზე და ამავდროულად, ერთ პირობას დავუსვამდი მათ მხოლოდ, რომ გადაცემები და ინფორმაცია, რაც მიწოდებული იყო მათი ტელევიზიის 99 პროცენტი თუ ასე არა იყო მცდარი, რომ დამითმონ ერთი ნაწილი მაინც იმ არსებულ გადაცემებზე, რომ გავაკეთო მე რეპლიკა, გავიმეოროთ ის, რაც უკვე მოახერხეს მათ და გადასცეს და ჩემი აზრით, ძირითადად სიცრუე და სიცრუის ტირაჟირება ხერხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ. ამ ნაწილს თუ დამითმობენ, პირველი ნაწილი ვთქვათ, გავაკეთოთ არსებულზე, რაზეც მათ ქონდათ გადაცემები და მეორე ნაწილი შეიძლება ან მესამეც დავამატოთ, დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი დღევანდელი ღია წერილის თუ სხვა შეკითხვები, რაც მათ გააჩნიათ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 „შევეცდები რომ შევხვდე ექსპერტებს, თუკი მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად - კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს... მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებ და მეც მექნება მათთან შეკითხვები მათ მიერ გამოთქმულ პოზიციებზე“, -  განაცხადა ივანიშვილმა.