პოლიტიკა
იან კელი: „თუ შესაძლებელია, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეები და მენეჯმენტი შეიცვალოს, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ“

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ „რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

 „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებული პროცესები მინდა, ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სასამართლო პროცესი, რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედიაორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს - და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც - და ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ რომ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი, ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული. სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ამ პროცესების შედეგად შეიცვალონ ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა", - განაცხადა იან კელიმ.