სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები დააკავა

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება, ექსპერტის დასკვნის თანახმად, 1 000 000 ლარს შეადგენს.