საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი.
„გიხაროდენ, სააკაშვილის და ნაცმოძის ერთგულო ფანებო, თქვენი ბელადის და მომაკვდავი ნაცმოძრაობის რეანიმაციის ახალი მეთოდოლოგია ნაპოვნია.
რუსთავი 2 – ის "ძალზედ კრეატიულმა" ბოსმა, ნიკა გვარამიამ შეჰყვირა, – "ევრიკა", და მომავლი წლის საპარლამენტო არჩევნებში "გარანტირებულად გამარჯვების და ხელისუფლებაში დაბრუნების სქემაც დაიდო". გვარამიას სცენარის მთელი საიდუმლო კი იმაშია, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში, ნაცმოძრაობის პარტიული სია დაკომპლექტდება – "რუსთავი 2" – ის მაღალრეიტინგული სახეებით!.. რა თქმა უნდა, რომ სიის პირველი ნომერი, ახალი ვიზუალური იმიჯით ("ბლანჟე") თავად ბ–ნი გვარამია იქნება, აი მერე კი, დიდი შიდა კონკურენციაა ტელეკომპანიაში, რადგანაც მეორე ნომერზე ერთბაშად რამოდენიმე კანდიდატი სახელდება (ვანო ჯავახიშვილი, გიორგი გაბუნია, აკაკი გოგიჩაიშვილი, "ბუთქუნა და თამაზა" და სხვები) და სავარაუდოდ "ტელე–პარტიული" პრაიმერიზი გაიმართება, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. დიახ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (გორი. ფოთი და სხვა) "რუსთავი 2" – ის მიერ გამართულმა კონცერტებმა დაარწმუნა "ნაცმოძის" უკვდავი ბელადი, ოდესის ღუბერნატორი სააკაშვილი, რომ უნდა მოხდეს ჩანაცვლება ნაცმოძრაობის ამჟამინდელი ყავლგასული პარტიული სახეებისა, "რუსთავი 2" – ში "მომუშავე", ნაცმოძრაობის ფილიალის კარგად ნაცნობი იუმორისტული სახეებით. მერე რა, რომ "ახალ სახეებს" პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება არა აქვთ, აი, თავის დროზე "ბლანჟე" გვარამიასაც არ ჰქონდა არცერთი და არც მეორე, მაგრამ, დღეს "რავარ ინოვაციურ პოლიტიკურ სვლებს აკეთებს" ქართულ ტელე და პოლიტიკურ სივრცეში?!.. მოკლედ გადაწყდა, გვარამია–სააკაშვილისეული მოქმედების ახალი სტრატეგია და ტაქტიკა მიღებული და დამტკიცებულია, – ჰოპლა, "რუსთავი 2 – დან, "ნაცმოძრაობა 2" – მდე"!!!..’
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი