უცხოეთი
ცეცხლი ყარაბაღში პუტინის წყალობით შეწყდა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უფრო დინამიურ ჭრილში განიხილება და მისი გადაჭრის გზაც გამოინახება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებში ალი გასანოვმა. „ქუვეიტის ოკუპაციის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმები და საერთაშორისო თანამეგობრობის ნება მოკლე ვადაში იქნა რეალიზებული – ერთი კვირის მანძილზე ქუვეითი ოკუპაციისგან გათავისუფლდა. ასეთივე შემთხვევებს ადგილი ჰქონდა სხვა ადგილებშიც. თუმცა 20 წელზე მეტია არ ხორციელდება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული გაეროს ოთხი რეზოლუცია. ეს მოწმობს საერთაშორისო ურთიერთობების ორმაგ სტანდარტს“, – განმარტა მან.

 ალი გასანოვმა აღნიშნა, რომ 4 აპრილიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტისკენ. „რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება აქვთ, საერთაშორისო სამართლის ნორმები ამას მოითხოვს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამიტომ აზერბაიჯანმა იძულებით შეწყვიტა ომი და ამ საქმეში ძირითადი როლი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეასრულა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.