უცხოეთი
საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. რუსეთი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ შავი ზღვა „ნატოს ტბად“ არ გადაიქცეს, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალიანსში ალექსანდრე გრუშკომ.
„ნატო ცდილობს კონფრონტაციული სქემების შავი ზღვის აკვატორიაში გადატანას. ახლახან თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია შავი ზღვის „რუსეთის ტბად“ გადაქცევა. თუმცა ნატოში მშვენივრად ესმით, რომ შავი ზღვა არასდროს გადაიქცევა „ნატოს ტბად“ და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ სამხრეთიდან რუსეთზე შესაძლო ძალისმიერი ზეწოლები და საფრთხეები გავანეიტრალოთ“, – განუცხადა მან „როსიისკაია გაზეტას“ ინტერვიუში.