საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. „უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილის თანაშემწესა და “ოდესის კეთილდღეობის ფონდის” თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ კონსულს უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძეს ბრალი წაუყენა!” – წერს “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
„სააკაშვილის ერთ-ერთი ბუნაგიდან ამოღებულია 20 მილიონი გრივნა. არ გამოვრიცხავ, რომ ის ფული, რომელსაც “ოდესის კეთილდღეობის ფონდიდან” სააკაშვილი იპარავდა, საქართველოშიც შემოდიოდა ნაცისტური სექტის სატელიტების დასაფინანსებლად. თუკი ამერიკელებმა თავი არ გამოიდეს, სააკაშვილს უკრაინის ციხეში ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველებს, უკრაინელებმა გვაჯობეს და ჩვენი გასაკეთებელი გააკეთეს!
აბა, თუ ხედავთ სადმე უკრაინაში ან ამერიკის ელჩის, ან ვინმეს განცხადებებს?! რაც სააკაშვილის გარშემო ხდება, ეს არის თავმოყვარე ერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ანგარიშს უწევენ!”, – წერს მჟავანაძე.