საზოგადოება
დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

shiraqiშირაქის მინდვრები დღითიდღე ივსება თაგვის მიერ ამოთხრილი ორმოებითა და მიწაყრილებით. ფერმერებმა უკვე რამდენჯერმე შეიტანეს წამალი, თუმცა უშედეგოდ. როგორც რადიო „ჰერეთი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხორბლის ყანების გადარჩენილი ნაწილის შესანარჩუნებლად. დედოფლისწყაროელ ფერმერებს სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის დეპარტამენტმა 900 კილოგრამი „შტორმი“ გადასცა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ამის პარალელურად, ვერც მღრღნელების პრობლემა მოიხსნა. უამინდობის, დაბალი ხარისხის თესლისა და მომრავლებული მღრღნელების გამო დედოფლისწყაროელი ფერმერები მწირ მოსავალს აიღებენ. უცნაურ თაგვებსა და ზაზუნებს ვერც შესაბამისი შხამ-ქიმიკატებით უმკლავდებიან, ამიტომ ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.