სამართალი
"ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო?!" - თბილისის ცენტრში ვეგეტარიანული კაფეს სტუმრებს შემწვარი სოსისები და მწვადები შეაყარეს...

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგეტარიანულ კაფე „კივიში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 "მივედი კივიში - ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, - შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი… იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია. ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ.. და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა, იმედი მაქვს, გაზის იარაღით... მოვიდა პატრული, 10 ყლე უკვე გაქცეული იყო... პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები. 2 კამერაა იქვე და იმედია, ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ, რაც მოხდა. მოკლედ, ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა - ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? - ეგეთი აღარ გამიგია! - ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? მოდი, მიკბინე,მიკბინეეე!!! - 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა", - წერს "ფეისბუქზე" ერთ-ერთი თვითმხილველი ნო ნო ანთაძე.