პოლიტიკა
საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. კორცხელში, საარჩევნო უბანთან ნაციონალურ მოძრაობაზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გამოეხმაურა.
„რაც კორცხელში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან კონტაქტი, მოვუწოდეთ დეტალური გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და ქცევის კოდექსზე კონსენსუსის მიღწევა, უარი უნდა ითქვას ნებისმიერი სახის ძალადობაზე“, - აღნიშნა იან კელიმ.