პუბლიკაციები
საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი.
„დიახ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილი, რომელიც მასმედიით გავრცელდა ვერ უშველის პარტია "ქართულ ოცნებას", რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "უმრავლესობით" გაიმარჯვოს! მე, ამ შემთხვევაში წერილის შინაარსს არ ვგულისხმობ მხოლოდ (ამაზე სხვა დროს), არამედ იმას, რომ, როგორც წერილიდან ჩანს, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პარტია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის სათავეში ჩადგომას, რასაც შეეძლო არჩევნებში გამარჯვება მოეტანა მათთვის! ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ბადებს ეჭვს, რომ იგი სწორად არ აღიქვამს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას (არ ვიცი, ვისი და რისი "წყალობით"?), ან კიდევ, მან უკვე "მსუყე ჯვარი დაუსვა" პარტია "ქართულ ოცნებას" და მის თვითკმაყოფილ და ბედოვლათ ლიდერებს!!!...“
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი