საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. სააკაშილის ბანდა, რომელიც 10 წელი არეკეტებდა ბიზნესმენებს საქართველოში (იძულებით წართმეული ქონებისა და გაკოტრებული ბიზნესის შესახებ 10 ათასი საქმე განხილვას ელოდება საქართველოს მთავარ პროკურატურაში), თავის ტრადიციებს აგრძელებს უკრაინაში.
„ოდესის კეთილდღეობის ფონდის” შესავსებად მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკრაინელ ბიზნესმენებს წერილებს უგზავნიან. უკრაინული მედია იმ წერილს ასაჯაროებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ბიზნესმენებს მინიმუმ ერთი მილიონი გრივნას გადარიცხვას სთხოვს.(ვინც მის უმაღლეს „თხოვნას“ არ აკმაყოფილებს, საქართველოში კარგად იციან – რა შედეგები მოჰყვება ამას...)
წერილის ბოლოს ნათქვამია: „დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გაგებისთვის, თქვენ მიერ გადმორიცხული ფული მოხმარდება ჩვენს საერთო მიზნებს“. (ანუ საქართველოში სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობას“, უკრაინაში სააკაშვილის მიერ შექმნილ პარტიას და მეძავებთან ორგიებსა და ნარკოტიკებს, რის შესახებაც საქართველოში ნებისმიერი მოგიყვებათ...)
ვაქვეყნებთ წერილს და სიას, სადაც ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებმაც სააკაშვილის მოთხოვნა შეასრულეს: