პოლიტიკა
გიორგი ბარამიას პოსტს დაატოვებინებენ

baramiaაფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია უახლოეს ხანში თანამდებობის გარეშე დარჩება. მომავალ წელს, ბარამიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დაატოვებინებენ.

მართალია, ბარამიას მოხსნა აქამდეც უნდოდათ, მაგრამ მან სავარძელი დღემდე შეინარჩუნა.

როგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა, რამდენიმე თვის წინათ, ბარამია თითქმის მოხსნილი იყო, მაგრამ მას კარგი მფარველი გამოუჩნდა და პოსტი შეინარჩუნა. მაგრამ მომავალ წელს მას აფხაზეთის სტრუქტურაში აღარ დატოვებენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დიდხანს არ დარჩება ვაკანტური. ერთ-ერთი ინფორმაციით, ბარამიას ნაციონალი დეპუტატი ჩაანაცვლებს. ამ დეპუტატის ვინაობა ახლა არ კონკრეტდება, თუმცა მინიშნებით ამბობენ, რომ ამ დეპუტატმა საკმაოდ კარგად იცის კონფლიქტების თემატიკა და საკმაოდ კარგად არის გარკვეული დევნილების პრობლემატიკაში.