საზოგადოება
პაატა ბურჭულაძემ ყრილობაზე გუნდის წევრები წარადგინა

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ახალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყრილობა გაიმართა.

 ყრილობაზე ბურჭულაძემ გუნდის წევრები წარადგინა: ზაზა მეფარიშვილი, ნინო კუზანოვა, გიორგი თაქთაქიშვილი, ლაშა დვალიშვილი, ლადო კახაძე, მერაბ მეტრეველი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ქეთი ნიჟარაძე, ალექსანდრე ბაკურაძე, ტარიელ ჭულუხაძე, გოჩა ჭელიძე, ბექა ჟვანია, გიგა ფარტენაძე, კობა ჩიხლაძე, არტიომ ჰამბარცუმიანი, ორხან პირვერდიევი, ირმა დაუშვილი, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, გიორგი პაპელიშვილი.

 პოლიტსაბჭოს და საარჩევნო სიის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებიათ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები პროფესიონალებთან. თუმცა, ლაშა დვალიშვილმა და ნინო კუზანოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურეს, რომ ისინი, სავარაუდოდ, საარჩევნო სიაში იქნებიან.

 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პაატა ბურჭულაძე აირჩიეს.