საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული სამიტი და ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იქნება.
„ვარშავის სამიტის წინ აუცილებლად იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან სწორედ უშიშროების საბჭოს ფორმატია ამ საკითხების განსახილველი ფორმატი. სამიტისთვის მზადება დაწყებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს. აუცილებლად იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობა და ასევე იმ ინციდენტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც მოგეხსენებათ, იმყოფებოდა სტამბულში, სადაც მსოფლიო ლიდერებს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან მოახსენა ამ ინციდენტის შესახებ“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.