პოლიტიკა
„ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი.  პრემიერ-მინისტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიისას უპასუხა კითხვას, რას ელის საქართველო ვარშავის სამიტისგან და აღნიშნა, რომ ქართველები ოპტიმისტები არიან.

 „საქართველო თანმიმდევრულად და მოთმინებით აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვასუახლესი ისტორიის მანძილზე ნატო აღმოჩნდა საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს მისი წევრი ქვეყნებისთვის. თუმცა, საქართველო სტაბილურობისა და უსაფრთხოების მომხმარებელი არაა - იგი ქმნის მას ნატო წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც ინტერვენცია აუცილებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანი, არამედ მიზნამდე მისაღწევი გზაც - ქვეყანა გამუდმებით პროგრესირებს. ჩვენ საკუთარ თავს პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ აღარ განვიხილავთ. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. ვიმედოვნებთ, მომავალში მოგვეცემა ჩვენი საბოლოო მიზნის განხორციელების შესაძლებლობა”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.