პოლიტიკა
ზედმეტსახელები "გრეჩიხასებურად"

grechixaL"არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა საზოგადოებისა და ეროვნული საბჭოს გარეშე", – განაცხადა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ლევან გაჩეჩილაძემ.

გრეჩიხას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე მას სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევასა და გამარჯვების მილოცვას სთხოვდნენ. მისი განცხადებით, შავნაბადაზე შეხვედრა მართლაც გაიმართა, მაგრამ ეს,გაჩეჩილაძის განცხადებით, მას პრეზიდენტის მოვალეობის მაშინდელმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ სთხოვა. რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ეს მხოლოდ სააკაშვილის მისალოცად იყო ჩაფიქრებული, რაც, მისი თქმით, არ მოხდა. ხოლო ის, რომ თითქოს გაჩეჩილაძე პრეზიდენტისგან რაღაცებს ითხოვდა, სრული აფსურდია.

"მინდოდა დავმჯდარიყავი ბურჯანაძესთან და მელაპარაკა. თუმცა, შემდეგ, რადგან ჟურნალისტს მტკიცებულება ვერ მიუტანეს, გამოვიდა მისი მეუღლე, ვისი მეუღლეა ვეღარ გავიგე, როგორც ფარდის უკან იყო ამოფარებული, ისეა ახლა ცოლის კაბას ამოფარებული. არ მინდა ზედმეტებში გადავიდე, მაგრამ ის მიიღებს ჩემგან ადეკვატურ პასუხს - იმას, რაც საჭიროა", - აღნიშნა გრეჩიხამ, მაგრამ ვერავინ მიხვდა, რა იგულისხმა, თუ პასუხის გაცემა უნდოდა, პირდაპირ ეთერზე უკეთესი ადგილი სად ეგულება პარტიის ლიდერს, მაგრამ გაჩეჩილაძე პასუხის გაცემას, ალბათ, ქუჩაში ძველბიჭურად გეგმავს, ხოლო პირდაპირ ეთერში, მისი პოტენციური ამომრჩევლის წინაშე, ზედმეტებში გადასვლას ერიდება.

მისივე თქმით, დაირღვა საზღვარი კაცობასა და ქალობას შორის, ცილისწამებასა და უსინდისობას შორის, თავად გაჩეჩილაძე, მისი თქმით, ბრძოლაში უკანდახევას არ აპირებს. ამ ბრძოლის შედეგად კი გრეჩიხას არ სურს, რომ ერთი "ურჩხული" მიხეილ სააკაშვილი მეორე "ურჩხულით", ნინო ბურჯანაძით ჩაანაცვლოს.

თავად ნინო ბურჯანაძეს ლევან გაჩეჩილაძე ისეთ პოლიტიკოსად ახასიათებს, რომელსაც პარტნიორობა არ უნდა, "თუ არ მიხვედი და ქუსლზე არ აკოცე".

"შეუმდგარი პოლიტიკოსების ადგილი არ არის ოპოზიციაში. როგორც კი კარგ ღვინოში ერთ წვეთ ძმრის მჟავას შეურევ, ის ღვინო ძმარდება და ამის პროცესია ოპოზიციაში დაწყებული", – განაცხადა გაჩეჩილაძემ, მაგრამ ლიდერს, ალბათ, დაავიწყდა, რომ თავადაც ამ ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია და ამ ძმრის სუნი ოპოზიციაში მან მხოლოდ მისი სკანდალის აგორების შემდეგ იგრძნო.