საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყება მიესალმება საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის ქართველ კოლეგასთან დავით დონდუასთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
გრიგორი კარასინის თქმით, რუსული მხარე დაინტერესებულია შეხვედრის წარმატებით ჩატარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ.
გალის შეხვედრა, 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ დაიგეგმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასლან აბაშიძის იდენტური პიროვნებაა, რომელიც აუცილებლად დამარცხდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხმების დაცვას, სააკაშვილმა უპასუხა:
"როგორ დავიცავით 2003 წელს ჩვენი ხმები? 2003 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიცვა ხმები არა მხოლოდ დანარჩენ საქართველოში, არამედ აჭარაშიც, სადაც ერთი ერთზე ისეთი ტიპაჟი იყო ასლან აბაშიძე, როგორიც ივანიშვილია. ზუსტად ისეთივე, პატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრორუსი ელემენტი, კლასიკური ფეოდალი, რომელიც თავის ხალხს უყურებდა, როგორც ქვეშემრდომებს, ზევიდან ქვევით. მარტო პროპაგანდისტებისა და მოსყიდული ერთი ნაწილის იმედზე იყო.
ამის მიუხედავად, ვერაფერი გამოუვიდა. ჩვენ დავიცავით ჩვენი ხმები დანარჩენ საქართველოშიც და დავიცავით ჩვენი ხმები აჭარაშიც. მაშინ საქართველომ აღიდგინა კონტროლი აჭარაზე. ასე რომ, მე მშვიდად ვარ",- განაცხადა სააკაშვილმა.