სამართალი
„წინასწარ არავინ იცის, როგორ უპასუხებს შეურაცხყოფას“ – ზაზა პაპუაშვილი

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. უმრავლესობის დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტზე გამოძიება ცალმხრივი არ უნდა იყოს.

 „ვინც 26 მაისის მონაწილე ვართ გვახსოვს, რა შავბნელი დილა გაუთენდა ქვეყანას „ნაციონალურ ბოლშევიკურმა მოძრაობამ“ და აქედან გაქცეულმა სხვა ქვეყნის მოქალაქემ. ყველას ახსოვს, როგორ გადაწმინდეს პროსპექტი და როგორ იძახდნენ, „მიშა მიშას“...

 აქ გამყალბებელთა ჯგუფი ზის და მათ იმისთვის ვიტანთ, რომ ქვეყანა არ ჩამოინგრეს. საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ და უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, რომ შეცდომები გამოვიტანეთ და უარესად უნდა გაგხედნოთო. ლამის მათხოვრობენ, რომ ხალხი შარში გახვიონ და ვიღაცას უთხრან, ნახეთ, როგორ გვდევნიანო. დიახ, გამოძიება ცალმხრივი არ უნდა იყოს და მიზეზი დადგინდეს. ეს ისე არ ხდება. ვერავინ დავდებთ პირობას, რომ შეურაცხყოფის შემთხვევაში, ვინ როგორ მოვიქცეოდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.