სამართალი
შოთა ხაბარელი:"ეს ადამიანები ინახავდნენ კასრში იარაღს... ყველა ოჯახს შეეხო საქართველოში მათი ხელი“

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და აქცენტს გიორგი კანდელაკზე აკეთებს:

 "ნაცმოძრაობის“ ეს ბანდა არის ჩვენი ქვეყნის მოღალატეები, მათი თითოეული ადამიანის გამოსვლა არის ანტისახელმწიფოებრივი.

 გავიხსენებ რამდენიმე გამოსვლას - კანდელაკზე, რომელიც ყველა ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს, გვეუბნებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები - „თქვენ ერთი კანდელაკის გეშინიათ“. ჩვენ როგორ შეიძლება, კანდელაკის შეგვეშინდეს, მას ღმერთმა ერთი ის მისცა, რომ ენა ატარტაროს.

 ასევე, არ შემიძლია, არ გაგახსენოთ ჩიორა თაქთაქიშვილის ლოგინად ჩავარდნა, შემდგომ მიყვანა ადამიანების, რომლებსაც დაანახვეს, თითქოსდა ბოლო წუთებს ითვლიდა და ევროპისთვის ნდდაენახებინათ, როგორ ჩაგრავდნენ მათ“, - განაცხადა ხაბარელმა.

 დეპუტატმა კორცხელში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. პროვოკაცია წამოიწყო ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ. ესენი უნდა დაიკითხონ. უნდა დაიკითხოს ნიკა მელია, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა.

 მეგრელებო, თქვენ იცით, ეს ადამიანები ვინ არიან, ეს ადამიანები ინახავდნენ კასრში იარაღს, რომ საქართველოს წინაღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა ხაბარელმა.