სამართალი
"ნაცმოძრაობის" წევრები ინსტრუქციების მისაღებად ოდესაში სააკაშვილთან გაემგზავრნენ

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით კირკიტაძე და რომან გოცირიძე, მეტსახელად „კუპონი“, რომელიც პარტიის საარჩევნო სიის ათეულშია, ოდესაში იმყოფებიან. ინფორმაციას და ფოტომასალას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დავით კირკიტაძე ავრცელებს:

 "დეტალური განხილვა "რუსთავის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის " პროექტის, დამატებით არაერთი გრანდიოზული პროექტი რუსთავისათვის ადამიანისაგან რომელსაც ყველაზე პოზიტიური გამოცდილება აქვს და არამხოლოდ საქართველოში", - წერს კირკიტაძე თავის კერპზე – სააკაშვილზე. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის ინსტრუქციების მისაღებად გაემგზავრნენ.