პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“ ჯალათების – სააკაშვილის ნაციონალების დასჯას მოითხოვს

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 „2011 წლის 25 მაისის ღამეს სააკაშვილის ბრძანებით სპეცრაზმმა და ნაცმოძრაობის ზონდერ-ბრიგადებმა მხეცური სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილე ჩვენი თანამემამულეები, რომელთა სისხლზეც მკვლელ სააკაშვილის მიერდიდი სიამაყითიქნა ჩატარებული ჩვენთვის ესოდენ დიდი დღესასწაული 26 მაისის აღლუმი, რაც ქვეყნისა და ერისათვის  სულში ჩაფურთხების ტოლფასი იყო.

 კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისაგან, წინასწარგანზრახული მკვლელობისა და აქციის უკანონო დარბევის მუხლით აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი ყველა იმ დამნაშავე პირთა გამოვლენა-დასჯის მიზნით, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შემზარავ დანაშაულში. წინააღმდეგ შემთხვევაში „კორცხელის ინციდენტი“ გამეორდება მთელ საქართველოში, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას გამოუთხრის ძირს“, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.