სამართალი
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კორცხელის ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები. მე მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, რომ ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ აქტიურად გამოძიებასთან, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან უკვე და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და სხვა მუხლით წარიმართოს.