საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ვარშავის სამიტის შემდეგ „ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება“.
„შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ მზადებაზე ვარშავის სამიტისთვის. მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ძირითადად, სამ ელემენტზე იქნება საუბარი: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე; მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით; მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა.
სამიტის შედეგ საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.