საზოგადოება
ჯილეხის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ასპინძაში. მწვავე ინფექციური დაავადება 60 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა.
ექიმების გადაწყვეტილებით, ის მკურნალობას სახლში გადის და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ციმბირის წყლული პაციენტს, სავარაუდოდ, დაკლული პირუტყვისგან გადაედო.წელს ეს ჯილეხის დაახლოებით მეოცე შემთხვევაა. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებსაც აძლევენ. ხორცის მომზადების დროს აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება და პროდუქტის თერმული დამუშავება. ბაქტერია ორსაათიანი დუღილის შემდეგ იღუპება, ამიტომ ხორცი ყველაზე საშიში ნატურალური სახითაა.