ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა, მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერებმა. „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის ღირებულება რამდნეიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-ს დაფინანსებით, საქართველოში მსოფლიო დონის, თანამედროვე, კომპლექსური ხასიათის კვლევითი ცენტრი-სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ და ნაწილაკთა ამაჩაქარებელი, ე.წ. „კოლაიდერი“ აშენდება.
ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი “ქართუ”.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა და სამაგისტრო დასადოქტორო პროგრამების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებით, შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნისკვლევითი პოტენციალის განვითარებისთვის. გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, ინსტიტუტს ასევე ექნება გამოყენებითი დატვირთვა მათ შორის სიმსივნის ადრონულითერაპია.
რეგიონში პირველი სამეცნიერო-საგანმანათლებო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს მეცნიერთა თაობის განვითარებას, მათ თანამშრომლობას მსოფლიო დონისუნივერსიტეტების წამყვან პროფესორებსა და მკვლევარებთან. ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები თავად მიიღებენ მონაწილეობას ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაშიგამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN-თან (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO-თან (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) და INFN-თან (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი). ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიისსამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობაში აქტიურად მონაწილეობს იტალიის საელჩო საქართველოში.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია პროფესორი თეიმურაზ ლომთაძე.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, თბილისს სტუმრობენ მსოფლიო დონის მეცნიერები. მათი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ტექნოლოგიური ინსტიტუტის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა დასამეცნიერო წრეებისთის, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ: ფრანსუა ენგლერი, ნობელის პრემიის ლაურიატი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბელგია; გუიდო ტონელი, პიზის უნივერსიტეტი, იტალია; ვიაჩესლავ მუხანოვი, ლუდგვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, გერმანია; ჩინზია და ვია, მანჩესტერის უნივერსიტეტი, ინგლისი; ლუის ალვარეზ-გომე ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN); ზენშო იოშიდა,ტოკიოს უნივერსიტეტი, იაპონია; ცეზარ გომესი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ესპანეთი; ლარს ბრინკი, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთი;სერჯიო ბერტოლუჩი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN); სანდრო როსი, ფონდი - ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი (CNAO);ფერნანდო ფერონი, საპიენცას უნივერსიტეტი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN).