აქტუალური
რუსეთის "პირველმა არხმა" 26 დეკემბერს ქართული მინერალური წყლის "ბორჯომის" რეკლამა გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" იუწყება. სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტი ახლდა: "არ გსურთ, დღესასწაული თავის ტკივილად გექცეთ? სასარგებლო მინერალების შემცველი უნიკალური წყალი ქართული მთების სიღრმეებიდან სიმსუბუქესა და თავისუფლებას მოგანიჭებთ''.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენლის - ნიცა ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, "ბორჯომის" რეკლამა რუსეთის „პირველ არხზე“ მართლაც გადის. „ბორჯომის პროდუქციის რეკლამა ჩვენმა ყაზახმა დისტრიბუტორმა დაუკვეთა და ის მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში „პირველ არხზე“ სარეკლამო ჩაჭრით ხდება. რუსეთში კი ბორჯომის რეკლამას მაყურებელი ვერ ნახავს“, - განაცხადა ნიცა ჩოლოყაშვილმა.