საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთათ ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის“ მონაწილეობით.
ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში“, - დასძინა მან.
„წყალტუბოს არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით. ეს არის ჩვენი მოსახლეობის იმ მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგი, რაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძე ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გავრცელებულ ვიდეოსაც გამოეხმაურა.
„მე თვითონ ვნახე ის ვიდეო, რომელზეც არის საუბარი. ესეც არის ერთ-ერთი სპექტაკლი. რომელიც შემოგვთავაზეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა ზონამ“, - განმარტა მან.