სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტის სლოგანის კონკურსს აცხადებს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: პროექტის სლოგანი.

პროექტი “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე შექმნილი სლოგანი არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com