საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი.
დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 85 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, 5 რევოლვერი, 11 შაშხანა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, 1 ამფეთქი ფალია, 250 კილოგრამი უკვამლო დენთი, 200 გრამი ტროტილი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2355 ცალი საბრძოლო ვაზნა.