საზოგადოება
ირმა სოხაძე და გალაკტიონი პროექტში „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ახალი მონაწილე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი მომღერალი ირმა სოხაძეა, რომელმაც პროექტისთვის ХХ საუკუნის ქართველი პოეტის, გენიალური გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ქარი ქრის“ შეარჩია.

საქართველოში პროექტს საფუძველი ჩაუყარეს რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა. პირველად სწორედ მათ წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“.

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში მოქმედმა Sputnik-ის რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.