პოლიტიკა
„ბურჭულაძე ნაცმოძრაობის რეანიმატოლოგია“ - კახა ძაგანია

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 „მისი (ბურჭულაძის) განცხადებით, ის გვერდში ედგა ქვეყნის სათავეში მოსულ ყველა ლიდერს, მათ შორის დამნაშავე შევარდნაძეს და მის მიერ გამოზრდილ კრიმინალ სააკაშვილს, რაც დამწყებ პოლიტიკოსს საუკეთესო კუთხით ნამდვილად არ წარმოაჩენს. მეტიც, ნაციონალების 9-წლიანი დიქტატორული მმართველობის დროს ბურჭულაძეარ გაუპროტესტებია სააკაშვილის რეჟიმი და მისი ბანი მხოლოდ საოპერო დარბაზებში გაისმოდა, რაც რეჟიმის მხარდაჭერის ტოლფასი იყო. ასევე, ბურჭულაძეს არ უარუყვიანაციონალური მოძრაობისლიდერების განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცხავენ. დაბოლოს, საზოგადოებისთვის უცნობია უკვე პოლიტიკოსად ქცეული ბურჭულაძის შეფასება უგულავას, ახალაიასა და მერაბიშვილის თაობაზე, აღიარებს მათ დამნაშავეებად თუ პოლიტპატიმრებად, ხოლო სააკაშვილს - დამნაშავედ თუ პოლიტდევნილად.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ სხვა არაფერია, თუ არა კეთილშობილური მიზნით ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაციის პოლიტიკური დანიშნულებით გამოყენება და ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციის მცდელობა“, - განაცხადა კახა ძაგანიამ.