საზოგადოება
საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ და განაცხადა, რომ საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებაზე ტაბუ უნდა მოიხსნას.
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ რეფერენდუმის გამართვა საქართველოში აკრძალულია. სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის კი აუცილებელია, რომ ამ უხმო და საიდუმლო აკრძალვას ტაბუ მოვაცილოთ. ეს აკრძალვა საგარეო ფაქტორების მიმართ ჩვენი ყურმოჭრილი დამოკიდებულების შედეგია. რეფერენდუმი ის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე აქტია, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენი მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისკენ და მისი გაზრდისკენ არის გადადგმული“, - განაცხადა მანჯავიძემ.