საზოგადოება
„თუ რესპუბლიკელები ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობენ, მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მთავრობა!“ – სოსო შატბერაშვილი

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

 „სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა . კაბელების საქმეზე ბრალდებულ პირებს, რის გამოცთავისუფალმა დემოკრატებმადააანონსეს ქუჩის აქციები, რომელთაც უერთდება ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტია.

 მოვითხოვთ განმარტებებს რესპუბლიკური პარტიისგან: თუ ისინი მთავრობის წევრად თვლიან საკუთარ პარტიას, როგორ უპირისპირდებიან თავის თავს ქუჩის აქციებით, ხოლო თუ ხელისუფლებაში აღარ მოიაზრებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული პოსტები.

 წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან, დაითხოვოს რესპუბლიკელი მინისტრები, ხოლო პარლამენტმა გადაირჩიოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 დაანონსებული აქცია არის პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი და გაუმართავი, ასევე, ჩვენი ინფორმაციის მიხედვით, აქციას უერთდებიან ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები, რაც ჩვენთვის  მიუღებელს ხდის აქციაში მონაწილეობას“, - განაცხადა, კერძოდ, სოსო შატბერაშვილმა.