საზოგადოება
ბათუმში შედგა აფხაზთა პირველი ფორუმი

batumi-teatriბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის საელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზთა პირველი ფორუმი ჩატარდა. ის აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით მოეწყო.

ამ შეკრებაში აფხაზეთიდან დევნილები, ინტელიგენცია და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები მონაწილეობდნენ.

ფორუმს 500-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ადამიანი დაესწრო.

ფორუმზე გაიმართა რევაზ დიასამიძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მუჰაჯირობის დროს ჩამოსახლებული აფხაზების ისტორიას ასახავს.

ამავე ისტორიის შესახებ ნაჩვენები იყო 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მუსტაფა აცამბას აჭარაში მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ავტორი რამაზ სურმანიძეა. ფორუმის ფარგლებში აფხაზ მხატვართა გამოფენა მოეწყო.

თბილისიდან ჩასულმა ფორუმის მონაწილეებმა სოფელ ფერიაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. სტუმრებს უმასპინძლეს ასლან შერვაშიძისა და ლიანა აგრბას ოჯახებმა.

აგრბების ოჯახი ბათუმში მუჰაჯირობის დროიდან ცხოვრობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ორასი წლის განმავლობაში ქართველებთან ეთნიკურ ნიადაგზე არაინაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.

მუჰაჯირობის პერიოდიდან მოყოლებული ბათუმში დაახლოებით 170 აფხაზური ოჯახი ანგისის დასახლებასა და ფერიაში ცხოვრობს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთმა უხუცესმა აფხაზმა ნუნუ ჩაუშბამ განაცხადა, ფორუმმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, რათა ერთად თანაცხოვრება მოხერხდეს. "ქარველები და აფხაზები ოდითგანვე ერთად მოდიოდნენ და ძალიან ცუდია დღეს რომ ერთმანეთს ვმტრობთ", - აღნიშნა მან.

ფორუმის კიდევ ერთი მონაწილის, თამაზ ქუჩუბერიას თქმით, ამ ტერიტორიაზე უნდა მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური ბაიერები, რათა აფხაზებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშულება მიეცეთ.