სამართალი
"პრაქტიკულად კოალიცია უკვე დაშლილია" - ზურაბ ტყემალაძე

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ განცალკევებულ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ გაერთიანების სხვა სუბიექტებიც.

 "უმრავლესობამ თავისი მისია შეასრულა, საკმაოდ სარგებლიანად, მაგრამ ახლა დგება ახალი პოლიტიკური რეალობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ცალ ცალკე წავრდგებით, ყოველ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” წარდგება ცალკე საზოგადოების წინაშე. მაგრამ დღეს არსებული თეორიული უმრავლესობა, ფაქტია, რომ არის“, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

 "პრაქტიკულად, კოალიცია უკვე დაშლილია. დაშლილია იმიტომ, რომ კოალიციიდან გასულები არიან რესპუბლიკელები, ფორუმიც, თავის დროზე ალასანიაც და ასე შემდეგ. რაც შეეხება 2016 წელს, ჩვენ იმ შემადგენლობის პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, კოალიციას არ ვაკეთებთ და ვღებულობთ დამოუკიდებლად მონაწილეობას. რაც შეეხება უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” მდივანმა ზურაბ  ტყემალაძემ.