სამართალი
საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონ–ბლუ–ივერიაში“ ოჯახების მსოფლიო კონგრესის სამიტის მიმდინარეობისას, რომლის ორგკომიტეტის ხელმძღვანელი ბიზნესმენი ლევან ვასაძეა, სასტუმროსთან მივიდნენ ლგბტ უფლებადამცველები, რომლებმაც ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ ადგილზე მიიტანეს ფერადად შეღებილი ტაბურეტი, რომელიც ასოცირდება 2013 წლის 17 მაისს თბილისი, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ-აღლუმის დაშლასთან, თუმცა პოლიციამ მათ ტაბურეტის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმის უფლება არ მისცა.
ისინი აცხადებდნენ, რომ მათ პროტესტი ჰქონდათ ოჯახების მსოფლიო კონგრესის გამართვასთან დაკავშირებით.