პოლიტიკა
ვახტანგ ძაბირაძე: „მომავალში შეიძლება ჩავატაროთ რეფერენდუმი ნატოში აფხაზეთის გარეშე შესვლასთან დაკავშირებით“ (ვიდეო)

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი.  აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მეორე არხის თოქ-შოუ არგუმენტების დროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე საუბრისას გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).

 „დღეს არ დგას ნატოში გაწევრიანების საკითხი. ეს პროცესია. ყველამ იცის, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრები. შესაბამისად საკითხი დგას ასე - შევწყვიტოთ ეს პროცესი თუ გავაგრძელოთ. თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ უნდა გავაგრძელოთ ნატოსკენ სწრაფვა, მოდით მივყვეთ პროცესს და თუ ეს საკითხი რეალურად დადგება, მაშინ მივიღოთ გადაწყვეტილება, ან, ყველაზე კარგი იქნება რეფერენდუმი ჩავატაროთ გვაწყობს თუ არა ნატოში შესვლა აფხაზეთის გარეშე. პარტიებმა, პოლიტიკურმა სპექტრმა, ლიბერალებმა ან ანტი-ლიბერალებმა კი არ მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღოს ერმა, ხალხმა“.