საზოგადოება
დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება და 2011 წლიდან 2.50 ლარი გახდება, რაც ახლანდელ 1.20 ლართან შედარებით 1.30 ლარით მეტია.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე 27 დეკემბერს მიიღეს.
მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ტარიელ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელს შეუწყობს თბილისში სისუფთავის დონის გაზრდასა და გაუმჯობესებას.როგორც საქინფორმის კორესპონდენტს ქალაქის მერიიდან აცნობეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც 100 000 ქულაზე ნაკლები გააჩნიათ, 50-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებენ.